ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გლდანში, გვიან ღამით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი უმისამართოდ ისროდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე – ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარება.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 23 წლის ბიჭმა რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე,ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული