გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა უმოკლეს ვადაში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი საქმეში – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, რომ გამოძიებას ხელი შევუწყოთ.

„გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდეგ შეიძლება მისი ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება და გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. მთავარია, გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა არის ის ძიირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა ან გამოძების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელზეც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, რომელმაც ეს უნდა დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული