გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ, 19 ივნისს ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

შაქარაშვილის ბიძა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოჯახი მნიშვნელოვან ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავს. შაქარაშვილები იმედოვნებენ, რომ დასკვა იქნება კატეგორიული ფორმულირებით და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

Facebook Comments

ახალი დადებული