“დაზიანებები წყალში რაიმე საგნების შეჯახებით ვერ განვითარდებოდა” – ალექსანდრე გეჯაძე

“თავის ქალის რბილი საფარის ქვეშ განვითარებულია სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. მარცხენა მხარეს არის სისხლჩაქცევა, რომელიც ვრცელდება მცირე მენჯის წინა ზედაპირზე. ცალსახად ვადასტურებ, რომ სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა საკმაო ძალის ზემოქმედება. იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელი დაზიანება რომელი საგნით არის მიყენებული, დიდი ალბათობით, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსსპერტიზას, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი ექსპერტთა კომისიის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ეს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული წყალში რაიმე საგნებთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა.

ამის შესახებ გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი  ადასტურებს,  რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.

Facebook Comments

ახალი დადებული