ირაკლი სესიაშვილი: სუს-ი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია

სუს-ი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მისი პოლიტიზირება არ უნდა მოვახდინოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„იქ სადაც არის საერთო ეროვნული ინტერესი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას და ამაზეა დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ცხადია და სასურველია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ არ მოვახდინოთ ამ უწყების პოლიტიზაცია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული