მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს – ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს – ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, მეორე მხარეს სამწუხაროდ პარტიული ტელევიზიები არიან, რომელთა ინტერესია, ბოროტტად გამოიყენონ ეს ტრაგედია.

„გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი. ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი, უნდა დავაცადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას კვალიფიკაციასთან, გამოძიების დეტალებთან და მოწმეები დაკითხვასთან დაკავშირებით და აწარმოონ საქმე ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ გარედან ფეიკ-ნიუსებით და მეორე მხრივ, თავი უნდა შეიკავოს, რაც არ უნდა სუბიექტური ინტერესები ჰქონდეს, ყველა პარტიამ და მისმა ტელევიზებმა, რათა ფეიკ-ნიუსებითა და ტყუილებით საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული