მარინა ეზუგბაია: 28-ვე ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 28 ქართველი სამხედროს მდგომარეობა, რომლებსაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„28 ქართველი სამხედრო იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მათ ჩაუტარდათ კვლევა და ჩემი მონაცემებით მათი ყველას მდგომარეობა სტაბილურია,

კლინიკა მინიმალური სიმპტომითაა გამოხატული, გართულება არც ერთთან არ შეინიშნება. დავაკვირდებით დინამიკაში“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 973 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 846 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ამ დროისთვის აღნიშნული მონაცემი 31-ს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული