ნიკა გვარამია უწყებაში მისვლას არ აპირებს – ის კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. იგი გამოკითხვის ჩატარებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, რისთვის დაიბარეს გვარამია გამოკითხვაზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული. გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

Facebook Comments

ახალი დადებული