ყველას აქვს უფლება სადაც მოესურვება, იქ ითამაშოს (მათ შორის ЦСК-ში). სადაც მოეწონება, იქ იცეკვოს (მათ შორის წითელ მოედანზე)-ლევან კალანდაძე

,,ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში.
ყველას აქვს უფლება სადაც მოესურვება, იქ ითამაშოს (მათ შორის ЦСК-ში). სადაც მოეწონება, იქ იცეკვოს (მათ შორის წითელ მოედანზე). სადაც ემღერება, იქ იმღეროს (მათ შორის კრემლის სვეტებიან დარბაზში) და სადაც გული მიუწევს, იქ იმსახუროს (მათ შორის ФСБ-ში).
ეს მათი არჩევანია.
ასევე, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს სხვისი არჩევანი, ან არ მოსწონდეს. გამოთქვამდეს უკმაყოფილებას, ან ნეიტრალური და ლოიალური იყოს. აპროტესტებდეს, ან გულთან არ მიჰქონდეს ეს ფაქტი საერთოდ. მოღალატედ და ეროვნული ღირსების გამყიდველად თვლიდეს სხვას, ან ერთ ყურში შეშვებულს მეორე ყურიდან უშვებდეს.
ესეც ჩვენი უფლება და არჩევანია.
P.S ისე, გალაკტიონისა არ იყოს…
ყველაფერი არის ძლიერ კარგად,
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექსპერტი-ლევან კალანდაძე

Facebook Comments

ახალი დადებული