„ცრუ პატრიოტიზმი- როცა შენი ქვეყნის წესიერ ადამიანს და ძალიან კარგ კალათბურთელს უზრდელად და ბრიყვული ქედმაღლობით იხსენიებ, რომ „სამშობლოს უღალატა“ – მაგარი პიტალო ვინმე ხარ“ – დემურ გიორხელიძე

„ცრუ პატრიოტიზმი, საზღვრული კრეტინიზმთან და წილნაყარი უსაქმურ სიტყვაგარყვნილებასთან!

როცა შრომა არადაფასებადია და პრობლემების ნაცვლად სულიერი კომფორტის მოპოვებისთვის ყველანაირი სისულელის მტკიცებისთვის ხარ მზად, – გამოდის ის, რაც ქართველებს და საქართველოს ჭირს!

(1) ის, რომ რუსეთმა საქართველოს წინაშე ცივილიზაციური მასშტაბის დანაშაული ჩაიდინა და პრობლემები არა მხოლოდ ჩვენ შეგვიქმნა, არამდე, ვერც ის ასცდა პრობლემებს – ამაზე ვერავინ იდავებს!


ტერიტორიების მიტაცება რომ ქართველთა დიდი ხელშეწყობით მოხდა – ესეც ცხადია, მაგრამ ამით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სასიცოცხლო პრობლემას შვება არ ეძლევა!

ოკუპირებული – ოკუპირებულია!

(2) როცა პოლიტიკური პრობლემის გადასაჭრელად პრობლემის შემქმნელ ”პოლიტიკოსებს” ისევ აფანატებ – კარგად ვერ ხარ და მაგრად უშუილებ!

(3) როცა საკუთარი სიგლახის შენიღბვა გინდა და მომღერალს და სპორტსმენს დასდევ „ღრმად პატრიოტული შემართებითა და პათოსით“ – უსუსური ხარ!

(4) როცა არ იცი, რომ ბალტიისპირელი კალათბურთის გუნდები და რუსული გუნდები ერთ ლიგაში თამაშობენ (ხოლო არაერთი ბალტიისპირელი თამაშობდა ამ ბოლო წლებში მოსკოვის ცსკა-ში – განათლების პრობლემა გაქვს!

(5) როცა შენი ქვეყნის წესიერ ადამიანს და ძალიან კარგ კალათბურთელს, რომელმაც წარმატებისთვის ფანტასტიკური შრომა გასწია, – თორნიკე შენგელიას, რომლის მოსკოვის ცსკა-ში მიწვევა მისი ნიჭის და ძალის აღიარებაა (ცსკა-ს როგორც საკალათბურთო გუნდს, მისი წარსულითა და აწმყოთი მხოლოდ მადრიდის ”რეალი” თუ გაუწევს ოდნავ კონკურენციას, მეტი არა!) – უზრდელად და ბრიყვული ქედმაღლობით იხსენიებ, რომ „სამშობლოს უღალატა“ – მაგარი პიტალო ვინმე ხარ, რადგან თავად უსაქმურს, ელემენტარული ძალისმევა და თავდადების უნარი არ გაგაჩნია, რომ ცოტა მაინც რაღაც წარმატებას მიაღწიო და ოჯახს მაინც გამოადგე!

არა!


ირგვლივ ყველა მოღალატეა!


შენ ხარ ერთადერთი პატრიოტი და დამცველი ქვეყნისა.


ვავა, ვავა, შე საცოდავო, რა დღეში ხარ!“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

guardian.ge

Facebook Comments

ახალი დადებული