ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და ნდობა

საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და არის ნდობა – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე დასმული კითხვის საპახუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე როგორც ვიცი, წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმართა ამერიკის მთავრობას, რომ მათ აცნობონ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამას ვაკეთებთ ჩვენ გერმანიაშიც. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და, რა თქმა უნდა, არის ნდობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

Facebook Comments

ახალი დადებული