აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

სავარაუდოდ, ისინი დაინფიცირდნენ ტრაილერის მძღოლისგან, ლარსის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა ბათუმში, თავის სახლში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სარფის საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი კონტაქტების მოძიება გრძელდება, უკვე ჩატარდა საცხოვრებელი სახლის დეზინფექიცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ინფიციცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.

Facebook Comments

ახალი დადებული