ბათუმის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ლაშა კომახიძე გადადგა

ბათუმის მერიაში ლაშა კომახიძის გადადგომას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის უფროსის თეკლა ჩიჩუას ინფორმაციით, მერს შესაბამისი განცხადება არ დაუწერია.

„მერთან მქონდა კომუნიკაცია. როგორც ლაშა კომახიძემ განაცხადა მას განცხადება არ დაუწერია. მედიის კითხვებს კი ის უახლოეს დღეებში უპასუხებს“, – განაცხადა თეკლა ჩიჩუამ

უწყებაში მივიდა მერის მოადგილე სოფო ხალვაშიც.

„მერის გადადგომაზე ინფორმაცია არ მაქვს. ტელევიზიებისგან გავიგე და
დასაზუსტებლად მოვედი. მერთან დღეს საქმიანი საუბარი გვქონდა ერთ-ერთ პროექტზე და წასვლის შესახებ მას არაფერი უთქვამს”, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

მერის სავარაუდო გადადგომაზე განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა.

„განცხადება არ მინახავს და არც არავის არ უნახავს. ალბათ, ორშაბათს იტყვიან. ლაშ კომახიძე კი არა, პრემიერ-მინისტრები მიდიან განმარტების გარეშე. მის წასვლაზე ბევრჯერ თქვეს, მიზეზი შეიძლება იყოს მისი დაპირისპირება თორნიკე რიჟვაძესთან. შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩევნებს ან ორივეს ერთად. ქალაქში არსებულ პრობლემებზე აპირებდნენ მასზე ხელის შეხოცვას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული