ვანო ჩხარტიშვილი: თიბისი ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი

Nusagi

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, – ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

„მე არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა და ვერც წამართმევდა ამას. უბრალოდ ბანკი იქნა გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში, არა მარტო ჩემ საქმეში, სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები არსებობს, რომელიც მაგალითად, პროკურატურაში ადამიანებს ციხეებში აწერინებდნენ ხალხს ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, ის აქტივის დაბრუნებას და გამოსყიდვას დევნილობის დროსაც ცდილობდა.„ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც დევნილი ვიყავი და ყველა ჩვენი სტრუქტურა, რომელიც იყო, იყო დაკეტილი, პირველ რიგში ჩვენი აქტივის ღირებულება იყო 18 მილიონი საერთაშორისო აუდიტორების შეფასებით და ჩვენ მცდელობა გვქონდა რომ ეს აქტივი ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რადგანაც ჩვენ არ გვიშვებდნენ ამის აქტივის შესაძენად, მოგვეხდინა რომ აუქციონზე გავუსლიყავით და ასეთი ადამიანი, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ არ მიუშვეს საყიდლად. გადაწყვეტილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურას, რომ ეს უნდა მიეყიდა კონკრეტული პიროვნების მიმართ. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ჩვენი აქტივი გამოგვესყიდა და დაბრუნებულიყო ჩვენს საკუთრებაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: