ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The42 ავრცელებს. 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა გამოკითხვაში თანაგუნდელ ანტონი მარსიალს, „ნიუკასლელ“ ალან სენტ-მაქსიმენს, „საუთჰემპტონელ“ დენი ინგსსა და „ვულვზის“ მოთამაშეებს, კონორ კოუდისა და რაულ ხიმენესს აჯობა.

გასულ თვეში ფერნანდეშმა ოთხი გოლი გაიტანა და „იუნაიტედის“ ბოლოდროინდელ წარმატებებში უდიდესი როლი ითამაშა.

ბრუნო „მანჩესტერმა“ 2020 წლის იანვარში დაიმატა და 25 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი უკვე მეორედ გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული