კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებსჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვასავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი.

შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებსდროებით ვერ მოემსახურება.

Facebook Comments

ახალი დადებული