მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი კარანტინშია

მადრიდის „რეალის“ სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი კარანტინშია. ესპანური მედიის ცნობით, იოვიჩის მეგობარს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მასთან სახლში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

მართალია, თავად იოვიჩის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, 22 წლის ფორვარდმა გადაწყვიტა 14-დღიან კარანტინში გადასულიყო, რაშიც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობაც დაეთანხმა.

იოვიჩი ყურადღების ცენტრში ივნისშიც მოექცა, როდესაც რეგულაციები არ გაითვალისწინა და მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყო, რის გამოც ფულადი სანქციით დაისაჯა.

„რეალმა“ სერბი თავდამსხმელი „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა და 15 მატჩში იოვიჩის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

Facebook Comments

ახალი დადებული