ნიკო კეცხოველის რექტორობის დროს უნივერსიტეტში იყო სტუდენტი სახელად ადოლფი-სოფო სალუქვაძე

,,დეიდა ყვებოდა ხოლმე, უნივერსიტეტის სტუდენტი იყო იმ დროს:
ნიკო კეცხოველის რექტორობის დროს უნივერსიტეტში იყო სტუდენტი სახელად ადოლფი. კეცხოველი რამდენჯერაც დახვდებოდა, სულ ეუბნებოდა სახელი გამოიცვალე, ჩვენი მტრის სახელი არ უნდა გერქვასო.

ერთხელ ქართლოს კასრაძეს უთქვამს: – რას გადაეკიდეთ ბატონო ნიკო, თქვენც ხომ ჩვენი მტრის ნიკოლოზ მეორის სახელი გქვიათო?!

იმ დღეს არაფერი არ უპასუხა კეცხოველმა, მეორე დღეს დაუძახა მდივანს და უთხრა: – ის ,,ყურუმსაღი” ქართლოსი მოვიდესო!……შემოვიდა ქართლოსი, თვითონ დოინჯით იდგა მაგიდის თავში და პირდაპირ მიახალა”-,, ქართლოს! მა ნიკოლოზ ბარათაშვილი ვინ იყო?!

მხატვარი, სოფო სალუქვაძის ფეისბუქ გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული