ორეგონში კაცი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა, დაეჯახა ქალს, რომელიც სხვა მოპარული მანქანით გადააადგილდებოდა

ორეგონში პოლიციის დევნა მას შემდეგ დასრულდა, რაც კაცი მძღოლი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა შეეჯახა ქალ მძღოლს, რომელიც ასევე სხვა მოპარული მანქანით გადაადგილდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

პოლიციის დევნის დროს მხარეებმა რამდენიმე კვარტალი გაიარეს, ხოლო შემდეგ კი დამნაშავე გზაჯვარედინზე სხვა მანქანას შეეჯახა და ყველაფერი ამით დასრულდა.

პოლიციელების განმარტებით დამნაშავე კაცი პორტლენდიდანაა და მას ლი კუპერი ჰქვია. მას შემდეგ რაც კუპერი დააკავეს, პოლიციამ მალევე გააანალიზა, რომ მეორე მანქანა ასევე რამდენიმე კვირის წინ იყო მოპარული.

Facebook Comments

ახალი დადებული