“სამჯერ მქონდა რუსეთიდან შემოთავაზება… ჩემი სახელმწიფო დავაყენე ჩემს შემოქმედებაზე მაღლა” – ლექს–სენი

ქართველი რეპერი, ლექს–სენი სოციალურ ქსელში მოსკოვის საკალათბურთო კლუბში თორნიკე შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით პოსტს წერს.

მისი განცხადებით, რუსეთიდან კონცერტის ჩატარების შეთავაზება სამჯერ ჰქონდა:

“ვერ ვიტყვი, რომ მშიერი ვარ ამ ეტაპზე! არც ღარიბი ვარ ამ ეტაპზე!ალბათ, საშუალოზე ცოტა დაბლა ვდგავარ, ჯერჯერობით. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ბევრი ვიწვალე, ვეცადე. რაც გამომივიდა ამ ქვეყანაში, ესაა ამ ეტაპზე. ჩემი შრომით, ჩემი მუსიკით, ჩემი რეპით ვცხოვრობ. ყველაფერზე მაღლა ვაყენებ ჩემ შემოქმედებასა და ჰიპ-ჰოპს! ალბათ, დრო ვერ გამოვიყენე, როგორც მეუბნებიან! ძალიან მინდა უკეთესი ცხოვრება. ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ. მერე რა იქნება, არ ვიცი!!! 3-ჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, პირველად ვამბობ ღიად. უბრალოდ, რიცხვის დასახელებას მთხოვდნენ, რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამს ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა. მე ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო, ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემს შემოქმედებაზე მაღლა,მე მევარ ალბათ სულელი ვარ და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო. ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე….!!!”, – წერს ლექს–სენი.

Facebook Comments

ახალი დადებული