ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ.

ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.

Facebook Comments

ახალი დადებული