აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება მოხდა – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან, თოვუზის რეგიონში, ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.

შეტაკების შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

„12 ივლისის შუადღის დასაწყისიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, რომლებიც უხეშად არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, თოვუზის რეგიონში აზერბაიჯანულ პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან ესროლეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მსხვერპლი სომხურ მხარესაც არის. ამ დროისთვის ადგილზე შეტაკებები გრძელდება, თუმცა, ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

Facebook Comments

ახალი დადებული