აშშ-ში აცხადებენ, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ

უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია გაამხილეს, რის საფუძველზეც სპეცსამსახურები ჩინეთს სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, სტივ ბენონმა განაცხადა. ინფორმაციას The Daily Mirror ავრცელებს.

„ისინი ჯერ კომენტარებს არ აკეთებენ პრესასთან, მაგრამ უხანის ლაბორატორიის ხალხი, ასევე სხვა ინსტიტუტების თანამშრომლები, რომლებიც დასავლეთში ჩამოვიდნენ, ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან და მტკიცებულებებს წარადგენენ კორონავირუსთან დაკავშირებით პარტიის დანაშაულზე“,-განაცხადა ბენონმა.

მისივე თქმით, დასავლეთის სპეცსამსახურებს უტყუარი მტკიცებულებები აქვთ პეკინის დანაშაულზე. ბენონი ამბობს, რომ ამას ადასტურებენ ჩინელი მეცნიერები, რომლებიც თებერვლის მერე ქვეყნიდან გარბიან. 

Facebook Comments

ახალი დადებული