ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

გარდაცვლილთა რაოდენობით (137 384 ადამიანი) პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე – ბრაზილია (71 469 გარდაცვლილი), მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი (44,798 გარდაცვლილი). მას მოსდევს იტალია (34 945 გარდაცვლილი) და მექსიკა (34 191 გარდაცვლილი).

Facebook Comments

ახალი დადებული