გოგა კალანდაძე: გრიგოლიამ თმები გაიშალა, რაოო?! ვის უბედავთ კრიტიკას, TV პირველის ჟურნალისტებსოოოო?!

TV პირველში გადაბარგებულმა და ბინძური რეპორტაჟების გამო, შავ ჟურნალისტად წოდებულმა – თამთა დოლენჯაშვილმა, 112 – ში განახორციელა ცრუ შეტყობინება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მან უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატარა,-ასე ეხმაურება ბიზნესმენი გოგა კალანდაძე ტვ-პირველის ჟურნალისტის მიერ 112-ის „სატესტო გამოძახებას“.

კალანდაძის თქმით, იგივე ტელევიზია ცოტა ხნის წინ პატრულს აბრალებდა ჩვილი ბავშვის ურნაში გადაგდებას და თვითმხილველებად პატარა ბავშვები გამოჰყავდა.

„ახლა, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული, ყველამ რომ მსგავსი ექსპერიმენტები ჩაატაროს, წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებიან ისინი, რომლებიც იმ მომენტისთვის ნამდვილად საჭიროებენ პოლიციის დახმარებას ?! სავსებით შესაძლებელია, ამას ვინმეს სიცოცხლეც შეეწიროს.

ამაზე რომ მიანიშნეს, გრიგოლიამ “თმები გაიშალა” … რაოოოო ?!… ვის უბედავთ კრიტიკას, TV პირველის ჟურნალისტებსოოოო ?!…. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ, სულ “ოცნება” კი არ იქნებაო … შემდეგ, შაქარაშვილის მშობლებზე უფრო ჭირისუფალის ნიღაბით, თავის და გვარამიას მიერ შეთითხნილი ვერსიები ჩამოთვალა … როცა ამეების მოგვარებას ვერ ახერხებთ, ნუ გიკვირთ ჩვენი ექსპერიმენტებიო.

ისა და … როცა პატრულს აბრალებდით, ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვის გვამი, პარკში გაახვიეს და სანაგვეში გადააგდესო … შემდეგ კი მესამე კლასელების მონაყოლს ამოეფარეთ … რომლებიც სხვათაშორის მშობლებს “მოპარეთ”, ბავშვები რომ უფრო მარტივად გაგებრიყვებინათ … მაშინ ექსპერიმენტები არ გაგახსენდათ ?!

ვიმეორებ, ასეთი მყრალი დედაკაცების მსგავს ექსპერიმენტებს, შესაძლებელია არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს … ხოლო შაქარაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, ზუსტად ანალოგიური ვაი გულშემატკივრების შეთითხნილი ისტორიების გამო, ისინი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყოველდღე სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. თუმცა ზემოთ ხსენებული ძალად მაცხონეები, ისე გავიდნენ თავს, რომ უკვე იმასაც იძახიან … ვ ი ნ ეკ ი თ ხ ე ბ ა ო ჯ ა ხ ი ს წ ე ვ რ ე ბ ს ო ?!

Facebook Comments
%d bloggers like this: