ზუგდიდიში სპეცოპერაციის შედეგად, დავით(დადუ) შენგელია დააკავეს

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დავით (დადუ) შენგელია დააკავეს, რომელიც უკვე თბილისის მთავარ სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. შენგელიას საცხოვრებელ სახლში, ასევე ავტომობილში ჩხრეკა ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა.

ადვოკატი განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ის პირადად ესწრებოდა, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

„შემიძლია გითხრათ, რომ საცხოვრებელი ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ვესწრებოდი, თუმცა იქიდან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ჯერჯერობით მუხლი, კვალიფიკაცია ჩვენთვის უცნობია. ჩრეკა ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. არ ვიცი, რას ეძებდნენ. ავტომობილისა და პირად ჩხრეკას არ ვესწრებოდი, ჯერჯერობით საქმის მასალები არ მაქვს. დაკავებული ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. თუ ავტომობილიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოიღეს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩატარდეს, რომელიც ხვალ ან ზეგ იქნება ცნობილი, როცა ბრალს წაუყენებენ“,-განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული