კორონავირუსის ახალი შემთხვევების წარმომავლობა ცნობილია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წარმომავლობა დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი იმპორტირებულია.

“ხუთივე პაციენტი საკარანტინო სივრცეში რჩება. ისინი ყველა იმპორტირებული შემთხვევები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

უახლესი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს. 

Facebook Comments

ახალი დადებული