რუსთავის “ცხელების ცენტრიდან” პაციენტი გაიქცა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრიდან” პაციენტი გაიქცა. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტი საკარანტინე სივრციდან იქნა ,,ცხელების ცენტრში” მოთავსებული, მას კორონავირუსი, ჩატარებული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც თვითნებურად დატოვა პალატა.

,,პაციენტი საკარანტინე სივრციდან შემოიყვანეს, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, მას კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა, გაიგო რა, რომ ინფიცირებული არ არის, დატოვა თვითნებურად “ცხელების ცენტრი”, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ვაცნობეთ სამართალდამცავებს და ისინი გაატარებენ შესაბამის ღონისძიებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული