Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალი დაასახელა

კომპანია „ამაზონის“ აქციები 2–9 ივლისის განმავლობაში 10% –ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება $16,2 მლრდ-ით გაიზარდა და $188.2 მლრდ შეადგინა, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი  $62.3 მლრდ-ის ქონებით, (პლუს $5,7 მლრდ) Forbes-მა ამერიკაში ყველაზე მდიდარ ქალად დაასახელა.

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინების შემდეგ, რომელიც 2019 წლის ივლისში დასრულდა, მაკკენზი ბეზოსმა ყოფილი ქმრის კომპანიის აქციების 25% მიიღო, რომელიც იმ დროისთვის $36 მლრდ ღირდა. მას შემდეგ მისი ქონება, ამაზონის აქციების სწრაფი ზრდის ფონზე, თითქმის გაორმაგდა.

Facebook Comments

ახალი დადებული