გერმანელი მეცნიერების დასკვნით, covid 19-ისგან გამოჯანმრთელებულები ანტისხეულებს კარგავენ

 გერმანელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, მნიშვნელოვნად უმცირდებათ ანტისხეულები, რაც მეორედ დაავადების შესაძლებლობას ქმნის, ინფორმაციას ZDF ავრცელებს.

ანტისხეულების შემცირების ტენდენცია აღმოაჩინეს გერმანიაში კორონავირუსით დაავადებულ პირველ პაციენტებში, რომლებიც იანვრის ბოლოს მიუნხენის კლინიკა შვაბინგში მკურნალობდნენ.

„სპეციალური ტესტის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ იმ ლაბორატორიაში კეთდება, რომელიც უსაფრთხოების მაღალი დონით ხასიათდება, ჩვენ დავაკვირდით, რომ 10-დან 4 პაციენტს ანტისხეულები საგრძნობლად შეუმცირდა“,-აცხადებს შვაბინგის ინფექციური განყოფილების მთავარი ექიმი კლემენს ვენდტნერი. 

მისივე თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ ერთხელ დაავადებული პაციენტი შესაძლოა, მეორედაც დაავადდეს კორონავირუსით.

ანალოგიური დასკვნა გააკეთეს მანამდე ჩინელმა ექმებმაც. მათი თქმით, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აღენიშნებათ ანტისხეულების მკვეთრი შემცირება. ეს განსაკუთრებით შეინიშნება პაციენტებში, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს დაავადება. 

Facebook Comments

ახალი დადებული