თამთა მეგრელიშვილი – ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს

ნიკა გვარამია, კრებსითი ნაცმოძრაობა, კრიმინალური ოპოზიციის სახე და მთავარი სპიკერი ზუსტად აძლევს მესიჯს კრიმინალური ოპოზიციის სხვა წევრებს, – წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს

„ნიკა გვარამია, კრებსითი ნაცმოძრაობა, კრიმინალური ოპოზიციის სახე და მთავარი სპიკერი ზუსტად აძლევს მესიჯს კრიმინალური ოპოზიციის სხვა წევრებს. საკუთარი ტელევიზიიდან ბევრი იყვირა , დეტალები ვიციო, ინფორმაციას ვფლობო, საქმე მე გავხსენიო… დაკითხვაზე მისულმა გამოძიებას ერთი სიტყვაც არ უთხრა. ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს, მათთვის მთავარია რომ ეს საქმე არ გაიხსნას. ყველფერი აშკარაა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული