ირანმა უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდება ოპერატორის შეცდომით ახსნა

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის უწყებამ უკრაინული „ბოინგი“ ოპერატორის შეცდომის გამო ჩამოაგდო. მათი ინფორმაციით, ოპერატორს დაავიწყდა სისტემის გადართვა, რის შედეგადაც საჰაერო თავდაცვამ უკრაინული თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად აღიქვა. ოპერატორმა კი, გადაწყვეტილება მიიღო თვითმფრინავის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვების. 

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ოპერატორს ზემდგომი პირისგან აღნიშნულის შესახებ დავალება არ მიუღია. თეირანი ირწმუნება, რომ 20 ივლისიდან თვითმფრინავის შავი ყუღის ჩანაწერების გაშიფვრას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 8 იანვარს უკრაინული „ბოინგი“, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, ირანის დედაქალაქის ახლოს ჩამოვარდა. დაიღუპა 176 ადამიანი. 

Facebook Comments

ახალი დადებული