Advertisements

ტრამპი ემიგრანტების ნაწილს მოქალაქეობის მიღებას შეპირდა

​აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ემიგრანტებს, რომლებიც ბავშვობაში არალეგალურად ჩაიყვანეს აშშ-ში, მოქალაქეობას მისცემს. ამის შესახებ მან Telemundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონს ბრძანების სახით ხელს მომდევნო კვირაში მოაწერს. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ტრამპი კონგრესთან თანამშრომლობას აპირებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპი არ აპირებს გამოსცეს ამნისტია საზღვრის უკანონო კვეთაზე.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი აპირებს გააუქმოს აშშ-ს ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ მიღებული პროგრამა DACA, რომელიც საშუალებას აძლევს უკანონო მიგრანტებს, იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში, თუმცა არ აძლევს მათ მოქალაქეობას და მუდმივი ცხოვრების უფლებას. პროგრამა 700 000-მდე უკანონო მიგრანტს იცავს.

ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს აღნიშნული პროგრამის გაუქმებას. ამასთან, ტრამპი არ აპირებს იმ არალეგალების დეპორტირებას, რომლებიც აშშ-ში ბავშვობის ასაკში ჩაიყვანეს.

მისი თქმით, პრობლმა უნდა გადაიჭრას რეფორმის ფარგლებში, რაც საფუძველშივე შეცვლის მის პრინციპებს და პრიორიტეტს მიანიჭებს ქვეყნისთვის სასარგებლო იმიგრანტებს და არა არსებული იმიგრანტების ნათესავებს, როგორც ახლა ხდება. 

დემოკრატები კონგრესში მსგავსი რეფორმის განხილვას არ გეგმავენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული