წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა! – გირჩი ტესლას გაათამაშებს

ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მათთვის პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ “ტესლას” ავტომობილებს გაათამაშებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გათამაშებაში მონაწილეობის პირობები გააცნო. მისი თქმით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას. ხმის მიცემის შემდეგ კი მონაწილეობის მიღების დასადასტურებლად, მოქალაქემ უნდა გადაიღოს სელფი, საარჩევნო უბანთან და ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთოს.

გირჩი არ აპირებს, რომ გადასახადის გადამხდელებისგან აიღოს ფული. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ, ის გამოგვეყენებინა არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ “ტესლას”, რომელსაც გავათამაშებთ. რაც მეტ ხმას მიიღებს გირჩი, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება და მით მეტი “ტესლა” გათამაშდება, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული