Advertisements

ბრიტანეთი აპირებს, უარი თქვას 5G​-სთვის Huawei-ს აპარატურის გამოყენებაზე

ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს, უარი თქვას 5G​-ს ქსელების მშენებლობისთვის ჩინური კომპანია Huawei-ს აპარატურის გამოყენებაზე. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

Huawei-ზე უარის თქმის -ზუსტი თარიღი არ სახელდება, თუმცა  Bloomberg -ის ცნობით, საკომუნიკაციო კომპანიები უკვე წლის ბოლოსთვის ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ  Huawei-ს ახალი კომპონენტები 5G-ს ქსელის შექმნისას. ჩინური აპარატურისგან მთლიანად გათავისუფლებას ბრიტანეთი 2027 წლისთვის გეგმავს.  

„ბი ბი სი“ აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ცუდად აისახება ბრიტანეთისა და ჩინეთის უერთიერთობაზე. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება ტრამპის ზეწოლის შედეგია, რადგან ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ პეკინი Huawei-ს აპარატურას შპიონაჟისთვის გამოიყენებს.

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ თუ მათ აიძულებენ, მთლიანად უარი თქვან  Huawei-ს აპარატურის გამოყენებაზე, შესაძლოა, მობილური კავშირი მთლიანად გაითიშოს, რადგან ის 4G ქსელის მუშაობასაც უქზრუნველყოფს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული