Advertisements

გისმენ და ისეთი განცდა მაქვს, რომ გიორგი გაბუნიას სულისკვეთებით სვამ ამ კითხვას

მაია გისმენ და ისეთი განცდა მაქვს, რომ გიორგი გაბუნიას სულისკვეთებით სვამთ ამ კითხვას. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რადგან ის აქცენტები, რაც ახლა შენ დააყენე, გუშინ დააყენა „მთავარმა“,- ასე უპასუხა ფრაქცია ” დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ-პირველის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იზიარებს თუ არა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მოსაზრებას, რომ გამოძიება სწორად მიმდინარეობს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს იყო გვარამიას და გაბუნიას მიერ დასმული ძალიან არასწორი აქცენტები და ძალიან ჰგავს სიძულვილით და ბოღმით გაჟღენთილ პირად ანგარიშსწორებას. 

„შაქარაშვილის ამბავი ჩვენთვის არის ტრაგედია, „ნაცმოძრაობისთვის“ კი, საშუალება პოლიტიკური პროცესის შექმნის. რაც შეეხება ბა-ნ მირიანს, ის არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი 7 ივნისიდან, შეგიძლიათ თქვენივე კადრები ამოიღოთ და ნახოთ. ეს მოხდა ტრაგედიამდე. ამიტომ, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის სულისკვეთება, რასაც ამ ადამიანის მიმართ ეწევა „მთავარი“. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მე ვიმსჯელებ შედეგით. ჩვენი და მთელი საზოგადოების ამოცანაა, რომ ასეთი ბრუტალური მეთოდებით არ უნდა ხორციელდებოდეს ადამიანებზე ანგარიშსწორება. ეს არის საშინელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და მთელი ქალაქი შეძრულია. ჩვენი მიზანია, დაისაჯონ დამნაშავეები, ჩატარდება სასამართლო და შევაფასებთ, შედეგიდან გამომდინარე. საგამოძიებო პროცესი მე როგორ შევაფასო. თქვენ ეხლა გინდათ, პირდაპირ ეთერში გამოიძიოთ და განაჩენი გამოიტანოთ? წინასწარ ჭორაობს ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაცმოძრაობა“, ვისაც უნდა, აქედან სარგებელი ნახოს“,-განაცხადა გოგოჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის მძიმე გარემო ამდენი დაპირისპირების და სიძულვილის გამო, რომელსაც მედია აფრქვევს. ამიტომ ეს უნდა დამთავრდეს.

ჟურნალისტის რიტორიკულ კითხვაზე, ნუთუ ისევ ნაციონალური მოძრაობის ბრალია, ყველაფერი რაც ახლა ხდება, გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ ნაცმოძრაობის ბრალია რაც ამ ქვეყანაში მოხდა, მაგრამ სისტემა არ შეცვლილა.

„სწორედ ეს არის ის მთავარი პრობლემა, რატომაც წამოვედი „ქართული ოცნებიდან“, მე მგონი, თქვენ ამას ვერ გებულობთ. როდესაც ძალივან სტრუქტურაში ისევ არიან „ნაცმოძრაობის“ ზონდერები, როდესაც სასამართლო გატენილია ნაცმოძრაობის დროინდელი მოსამართლეებით, პროკურორების 80% სისტემაშია დარჩენილი, ყველა გამომძიებელი, პოლიციელი, რომლებიც ადეიშვილის და მერაბიშვილის დავალებით აწიოკებდნენ მოსახლეობას. ეს სისტემა რომ დაინგრეს, ამისთვის საჭიროა, რომ არჩევნებში წააგოს „ქართულმა ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რადგან ეს არის სინდრომი და 30-წლიანი უზნეობის სიმბოლო“,-განაცხადა მან.

გოგიჩაიშვილის თქმით, ჟურნალისტები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ინტერესი და თემას სწორად მიყვებიან, რა თქმა უნდა, შედეგზე სწორ გავლენას მოახდენენ.

„ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებითი სტადარტი იყოს ძალიან მაღალი, რადგან სურათი კიდევ უფრო დამძიმდება, როდესაც ოფიციალურად ყველა ბრალდებულის ადვოკატი ჩაერთვება. რა თქმა უნდა, დღეს შსს-ზე და პროკურატურაზე კიდია დამოკლეს მახვილი, ყველა მათი ქმედება უნდა გატარდეს გამადიდებელი შუშის ქვეშ. რასაც დღეს აკეთებს ტვ-პირველი, არის სწორი, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს სიძულვილით მოტივირებულ ანგარიშსწორებაში, რადგან ამორალურია, რაც ახლა ხდება გარდაცვლილის ბიძის წინააღმდეგ“,-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული