ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს

Nusagi

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ქაქუცა არ შეურიგდა ქვეყნის ოკუპაციას და ბოლშევიკების წინააღმდეგ განაგრძო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მისი მხედრული შემართება, სიმამაცე და სამხედრო ნიჭი არაერთ ბრძოლაში გამოვლინდა. ქაქუცა ჩოლაყაშვილის მსგავსი გმირები გვაჩვენებს, რომ საქართველო არასოდეს ურიგდებოდა მისი თავისუფლების დაკარგვას და ყველა სიტუაციაში განაგრძობდა ბრძოლას.
ჩვენი ვალია, სწორედ ასეთი გმირების და პატრიოტების მაგალითებზე აღვზარდოთ მომავალი თაობა და ერთად, ხორცი შევასხათ იმ მიზნებსა და ოცნებებს რაც მათ ამოძრავებდათ. ასეთი მიდგომით აუცილებლად შევქმნით ჩვენი წინაპრების საოცნებო საქართველოს – ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: