სოტბის აუქციონზე $9 მლნ-ად გაიყიდა ვაზა, რომელიც პენსიონერს 50 წელი აგარაკზე ჰქონდა

სოტბის აუქციონზე 9 მილიონ ევროდ გაიყიდა ჩინური ვაზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, პენსიონერს აგარაკზე ჰქონდა. ვაზა მე-18 საუკუნისაა. ცენტრალური ევროპის კონკრეტულად რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა არტეფაქტის პატრონი, არ სახელდება,-ამის შესახებ CNN იუწყება.

ვაზა შექმნილია ჩინეთის იმპერატორისთვის მანჯურიის დინასტიიდან. მისი შეფერილობა დამზადებულია „იანცაის“ სტილში.

არტეფაქტი არტ-კონსულტანტმა, ბოსხ ვან როზენტალმა იპოვა. ის 80 წლის ქალს ეკუთვნოდა, რომელსაც ვაზა მემკვიდრეობით გადაეცა. კონსულტანტის თქმით, ვაზა მთლიანად მტვერში იყო და გარშემო კატები სეირნობდნენ.

Sotheby-მ კვლევამ ჩაატარა და გაირკვა, რომ 1954 წელს ვაზა 56 დოლარად არის გაყიდული, შემდეგ კი, პატრონმა მალევე 101 დოლარად გაყიდა. 

1954 წლამდე ვაზა ერთ-ერთ კოლექციონერს ეკუთვნოდა და დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული