Advertisements

გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას: რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო

66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო- კომპანია “მაგთიკომი”-ს მფლობელმა, გია ჯოხთაბერიძემ ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მისი დაპატიმრების ფაქტი შეახსენა და უთხრა, რომ ახსოვს ის სიმწარე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გია ჯოხთაბერიძის რეაქცია გიგა ბოკერიას მიერ ბიზნესის წარმომადგენლების მისამართით გამოთქმულ მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას მოყვა.

„ყველას მინდა ვუთხრა, მთელი პატივისცემით ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ“ – განაცხადა ბოკერიამ, რაზეც ჯოხთაბერიძემ უპასუხა – „რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო. სიმწარე, სიმწარე მახსოვს, “ – განაცხადა ჯოხთაბერიძემ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული