ეკატერინე ტიკარაძე: ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღო

თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, ნამდვილად გვექნება მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხდა.

„შევეცდებით, რომ გაუმჯობესებული იყოს ცნობიერება. ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შრომის ინსპექციის მხრიდანაა გაცემული კოვოდ პანდემიის პირობებში, არის გადაუდებლად აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, კითხვები ჩნდება პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინებთან დაკავშირები. ,იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, გვექნება ნამდვილად მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე ვიდრე – პირველი. ამიტომ, ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელთაც ამუშავების ნებართვა მიიღეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული