Advertisements

ოპოზიციის მიერ დახატული აპოკალიპტური სურათის ნაცვლად, დღეს მოქალაქეებმა უნიკალური და ულამაზესი დენდროლოგიურ პარკი იხილეს -ზაალ ანჯაფარიძე

ამ სილამაზეს, ამ უნიკალური პარკის შენების პროცესს არქმევდა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული მედია ქვეყნის ნგრევას და ეკოლოგიურ კატასტროფას. საბოლოოდ კი, მათი დახატული აპოკალიპტური სურათის ნაცვლად, დღეს მოქალაქეებმა უნიკალური და ულამაზესი დენდროლოგიურ პარკი იხილეს,- ასე ეხმაურება ზაალ ანჯაფარიძე დენდროლოგიური პარკის გახსნას.


„ შეკვეთილის უნიკალური და ულამაზესი დენდროლოგიური პარკი, სადაც შესვლა უფასოა უკვე გახსნილია, და ყველა ხვდება თუ ვისი ქველმოქმედების შედეგია ეს , რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე აქედან თუ იქიდან, შინ თუ გარეთ, განსაკუთრებით იმ ხალხმა საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის აგური აგურზე რომ არ დაუდიათ, წაღებით კი ბევრი წაუღიათ და მოუპარავთ. ისინი წავლენ, ისტორიას ჩაბარდებიან , ეს უნიკალური პარკი კი თაობებს დარჩება.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული