პროკურორი – ჩხრეკა ნამდვილად ჩატარდა დაკავების ადგილზე და ამოღებულია იარაღი, გიორგი რურუას ჩვენებას ხვალ დასკვნით სიტყვაში შევაფასებთ

Nusagi

პროკურორ ვასილ სამხარაძის განცხადებით, გიორგი რურუას ჩვენება არის მისი, როგორც ბრალდებულის, პოზიცია და მას ბრალდების მხარე ხვალ დასკვნით სიტყვაში შეაფასებს.

სამხარაძის განმარტებით, ბრალდების მხარე ასევე შეაჯამებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

„ბრალდებულმა გიორგი რურუამ მოგვცა ჩვენება და გამოხატა მისი პოზიცია, ეს არის ბრალდებულის პოზიცია. რაც შეეხება მისი ჩვენების შეფასებას და მტკიცებულებათა შეფასებას, ბრალდების მხარე ხვალ შეაფასებს. დღეს დაცვის მხარემ დაამთავრა მტკიცებულებების გამოკვლევა და ხვალ დასკვნითი სიტყვით წარდგება ბრალდების მხარე.

როგორც გიორგი რურუას ჩვენებას, ასევე მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალებს შეაჯამებს და წარმოადგენს ბრალდების მხარე. ამ ეტაპზე შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ, რომ ნამდვილად ჩხრეკა ჩატარდა ადგილზე და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, დანარჩენს ჩვენ დასკვნით სიტყვაში ხვალ შევაფასებთ“, – განაცხადა პროკურორმა.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარდგება ბრალდების მხარე, ხოლო გიორგი რურუას ადვოკატები დასკვნითი სიტყვით 29 ივლისს ისარგებლებენ.

ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: