რუსეთსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა

რუსეთი და თურქეთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქული გამოცემა „ანადოლუ“ თავის Twitter-ის გვერდზე წერს.

სააგენტოს ცნობით, მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლა, დღეიდან, 15 ივლისიდან აღდგა.

მანამდე, 14 ივლისს უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას აგვისტოს დასაწყისიდან გეგმავდა. იგი ფრენებს აღდგენას რუსეთის ექვსი ქალაქის: : მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ყაზანის, დონის როსტოვის, ასევე კრასნოდარისა და სოჭის მიმართულებით აპირებდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, პანდემიის ფონზე შემოღებული ზომების მოხსნის პროცესი და რუსეთში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის აღდგენა 15 ივლისს დაიწყებოდა. საავიაციო საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოებს სხვა ქვეყნებთან ფრენების განახლების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა დაევალათ.

Facebook Comments

ახალი დადებული