სომხეთთან შეტაკებისას დაღუპული აზერბაიჯანელი გენერალი და პოლკოვნიკი ბაქოში დაკრძალეს

შეიარაღებული შეტაკებების დროს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ორი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსანი ოფიცერი დაიღუპა. „ჩვენი შაჰიდების სისხლზე შურს ვიძიებთ“,- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კარიმ ველიევმა.

მისი თქმით, ბრძოლების დრო დაიღუპნენ გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი.

„ისინი დღეს დილით გმირულად დაეცნენ ბრძოლაში, სამწუხაროთ, ომი დანაკარგების გარეშე არ არსებობს“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ყველა დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას ვუცხადებ“,-განაცხადა მან 14 ივლისს.

ორი ქვეყნის საჯარისო ფორმირებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს, აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და აზერბაიჯანის პოზიციებს არტილერიით ცეცხლი გაუხსნა. უწყების ცნობით, დანაკარგი ორივე მხრიდან არის. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცდილობდა, სატვირთო მანქანით შეჭრილიყო სომხეთის მხარეს. გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა მანქანა მიატოვეს და უკან გაიქცნენ, თუმცა მალევე, საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და კვლავ შეეცადნენ სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეჭრას. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომეხი სამხედროები არ დაშავებულან, ხოლო აზერბაიჯანელებში არის მსხვერპლი. 

აზერბაიჯანი კი, აცხადებს, რომ 13 ივნისს, განახლებული შეტაკების დროს განადგურდა სომხური ტექნიკა და დაიღუპნენ სომეხი ჯარისკაცები. 

Facebook Comments

ახალი დადებული