ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჩვილი ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა,

რის გამოც ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს. ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და დამატებითი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რომელზე პასუხიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობია. ჩვილს მკურნალობა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება.მსგავსი სიახლეები

Facebook Comments

ახალი დადებული