ბათუმის მერმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლაშა კომახიძემ, რომელმაც ბათუმის მერის თანამდებობა დღეს დატოვა ჟუნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემ მიერ არის სწორად გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესის გათვალისწინებით. სიტყვა „ყველაში“ მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს და იმ დაწყებული პროექტების, რაც შეიძლება უმტკივნეულო განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კომახიძემ.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან უნდა ძალები სხვა სფეროში მოსინჯოს და ამ მიმართულებით საინტერესო შემოთავაზებებიც აქვს.

კომახიძემ ასევე დაადასტურა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმა და მას ამ პოზიციაზე არჩილ ჩიქოვანი შეცვლის.

Facebook Comments

ახალი დადებული