ეზუგბაია: მოსახლეობას საფრთხე არ აქვს გააზრებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების ძალიან დიდი რისკს შეიცავს.

ეზუგბაიას ფიქრობს, რომ მოსახლეობამ რეალური საფრთხე ვერ გაიაზრა და მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის შესახებ მათი ინფორმირების გაგრძელება.

„ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს. მე დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. თვითონ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სექტორი და მეოთხე თქვენ – მედია. 

თქვენ გარკვეულწილად ეწევით საქმიანობას, რომლითაც ჩვენ გამუდმებით ველაპარაკებით მოსახლეობას, რა არის სწორი და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ ყველაფერს, ალბათ, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ეს მონაცემები არ დაეცემა. იმედია, რომ ჩვენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ ისე, როგორც აქამდე გვაქვს გადალახული“, – განაცხადა ეზუგბაიამ. 

Facebook Comments

ახალი დადებული