ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროება: ხვიჩა მღებრიშვილი ღამურების მოძებნას და 5000 დოლარად გაყიდვას აპირებდა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზებზე საუბრობს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება.

„1973 წელს დაბადებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მისი გადასვლის მთავარი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფლებში – არცევსა და ღრომში მდებარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისი თქმით, ამ დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.

„მღებრიშვილის ჩვენებას რაც შეეხება, აუცილებელია იმის განმარტება, რომ სამხრეთ ოსეთში მობინადრე ღამურები არავითარ ბუდეებს არ იშენებენ. ამასთან, გაძლიერებული ინტერესი სამხრეთოსური ღამურებისადმი, 2012 წლიდან მოყოლებული, გამოხატული აქვს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ – აღნიშნულია დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2012, 2014 და 2018 წლების მონაცემებით, ლაბორატორიის თანამშრომლები ღამურების სისტემატურ დაჭერას ახდენდნენ საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“.

მათივე ცნობით, 2018 წლიდან თავდაცვითი უსაფრთხოების სააგენტო, საველე ლაბორატორიის სახით, ახლორციელებს 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს ღამურებთან და კორონავირუსთან დაკავშირებით. პროგრამა 5 წელზეა გათვლილი.

Facebook Comments

ახალი დადებული