კახა ბექაური: სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, კარგია, რომ ეს გაითავისა ბიზნესმაც

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს, დარგობრივი ეკონომიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან გვაქვს საქმე. როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობაც შემოდის, იმიტომ რომ ამ ყველა კომპანიას მილიონობით აბონენტი ჰყავს და მთელი საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც მთლიანად ეფუძნება ტექნოლოგიურ განვითარებას. ამიტომ, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი, რათა თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულების, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი. ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც და შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ”, – განაცხადა ბექაურმა.

Facebook Comments

ახალი დადებული