“მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაღალი ალბათობით, თავად მაჟორიტარი არ იქნება. მდინარაძის თქმით, მისი საქმიანობა საარჩევნო შტაბთან იქნება დაკავშირებული.

“მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, რადგან საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა პოლიტსაბჭოში, მაგრამ მაჟოროტარი დიდი ალბათობით, არ ვიქნები და მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე და უფრო აქ მექნება ჩემი ენერგიის დახარჯვის საშუალება” – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული